ერთი შეხედეთ შეხედეთ ხალხო, არა გრცხვენია შე ყურუმსაღო? ეს ანგელოზივით ლამაზი ქალი რომ დაგიხატნია, ბურთივით მრგვალი! ჩაკუპატებული თავბოლო სწორი, აქტრისაა თუ მედუქნის ცოლი? წადი ტოლი ნახე ტოლი..! მის.: აქ წარამარა დიდი და პატარა ღარიბი ღატაკი დადის! ოსტატი ვარო, ოსტატი ვარო, გაიძახის! მოდი ნახე ტოლი, წადი ტოლი ნახე, ტოლი ნახე! გადი გადი, არ დამანახო შენი სახე! ვინ დაგიბარა, ვინ დაგარიგა, ვინ გაგიმეტა ასე! ე, მაგ ხელობას შენ აქ არავინ დაგიფასებს! მაშ, წადი ტოლი ნახე, ტოლი ნახე! გადი გადი, არ დამანახო შენ სახე! დიდი რამ, დიდი რამ, დიდი რამ, დიდი რამ უნარი გამოგიჩენია! გაფიცებ ყველაფერს, დედა დეიფიცე, მეიპარე თუ მართლა შენია? შენ ბიძია, ღმერთი უფალი აღარ გწამს? ამისთანას დღეში დავხატავ - სამს! წახდა ბატონო ქვეყანა, თვარა, მოსაკლავია, აბა არა? სურათი არ ვარგა, არ უნდა ქაქანი, აგერ ვარ მე და ხალხიც აქ არის! მის.: ა ჰა ჰა, ჰა ჰა ჰა, ჰაა... ო ჰო ჰო, ჰო ჰო ჰო, ჰოო... ე ჰე ჰე, ჰე ჰე ჰე, ჰეე... წადი ტოლი ნახე, ტოლი..!